,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016166
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2015 წლის 6 მარტი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №15 დადგენილებაში (ვებგვერდი, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016134) და დაგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

განყოფილების უფროსი-უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

810

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე  – უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

წამყვანი  სპეციალისტი  – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

560

დამხმარე მოსამსახურე - მძღოლი

500

დამხმარე მოსამსახურე-დამლაგებელი

460

 


კრებსითი — სრული ვერსია