შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
332
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018718
შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №332

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი 2007-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

      „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „აჭარ ენერჯი 2007“ (ს/კ 245591426) გათავისუფლდეს 2014 წლის 16 მაისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო)და შპს „აჭარ ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 2.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან.

  

პრემიერ-მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია