„ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის N 742 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
313
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018694
„ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის N 742 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №313

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 „ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №742 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №742 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.რატიანის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“

 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია