|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №2-263 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) სპეციალობით არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; ე) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) სპეციალობით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; ე) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 3 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით; ბ) სპეციალობით არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 4 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით; ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 5 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია – I-II თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“საქართველოს კანონი; ე) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანება; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანება. |