„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
18/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-10
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016924
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 8.06.2012წ., 430010000.22.022.016379) დამტკიცებულ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლს მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები:

„121. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა ვერ ხორციელდება იმ მიზეზით, რომ არ დგინდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და მისი სამართალმემკვიდრის განსაზღვრის საკითხი, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ასახოს მონაცმები მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტაციით დასტურდება პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების ფაქტი.

122. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით  საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტაციით დასტურდება შესაბამის საფეხურზე უკანასკნელი სამი კლასის კლასიდან კლასში პირის  გადასვლისა  და შესაბამისი საფეხურის წარმატებით დაძლევის ფაქტი, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ასახოს  მონაცემები მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია