|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2015, 010260020.35.159.016182) და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|