„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
27958
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2014-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016321
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 27958

2014 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის

2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებით დამტკიცებული №10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ირაკლი გვარამაძე

 

 

სამსახურის უფროსი შემოსავლების სამსახური

კრებსითი — სრული ვერსია