„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
21940
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2013-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016316
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 21940

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის

23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   −  შემოსავლების   სამსახურის   დებულების“   მე-3   მუხლის  მე-2   პუნქტის   „უ“   ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის

2010 წლის 31 დეკემბრის №2472 ბრძანების:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   ამ    მუხლის    პირველი    პუნქტით    გათვალისწინებული    ბეჭდები   გამოყენებულ      იქნეს შემოსავლების   სამსახურის    საბაჟო   დეპარტამენტის    მიერ,    მის    სტრუქტურულ    ერთეულებსა    და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართის შესაბამისად განაწილებული ინდექსების მიხედვით, შემდეგი წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისას:

ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი; ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა A; გ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;

დ) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   ამ    მუხლის    პირველი    პუნქტით    გათვალისწინებული    ბეჭდები   გამოყენებულ      იქნეს შემოსავლების   სამსახურის    საბაჟო   დეპარტამენტის    მიერ,    მის    სტრუქტურულ    ერთეულებსა    და ქვედანაყოფებს შორის №5 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.“;

გ) №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) №5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;


ე) №10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლაშა ხუციშვილი

კრებსითი — სრული ვერსია