„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
8840
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2013-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016314
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №8840

2013 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის

2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებას:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 1 მუხლი:

„მუხლი 7 1 . მედიაციის საბჭოს ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა

1.    განისაზღვროს            შემოსავლების            სამსახურის     მედიაციის      საბჭოს            ოქმის დასამოწმებლად გამოსაყენებელი ბეჭდის ფორმა დანართი №11-ის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდის დამზადება და დავების დეპარტამენტისთვის გადაცემა დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.

ბ) დაემატოს დანართი №11 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლაშა ხუციშვილი

 

სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახური

კრებსითი — სრული ვერსია