შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17.07.2014, 010250040.35.165.016127). დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა 11.00-დან 14.00-მდე;
ბ) საღამოს სხდომა 15.00-დან 18.00-მდე.
გ) შესვენებები 12.30-დან 12.45-მდე; 14.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.“.
|