„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის N255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-49
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016130
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის N255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-49

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №255 ბრძანებით (სსმ, №156, 22/12/2009, სარეგისტრაციო კოდი: №010.240.030.22.030.013.915) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ფ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ფ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების  ფუნქციონალური ნაწილის მუდმივი მონიტორინგი მათი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.".

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა

კრებსითი — სრული ვერსია