„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-48
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
150040000.22.030.016129
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-48

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: №150140000.22.030.016127) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ლ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების დიზაინის უზრუნველყოფა, პორტალის ვიზუალური ელემენტებით გამდიდრება, ფოტო-ვიდეო  და საინფორმაციო მასალების განახლება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა

კრებსითი — სრული ვერსია