საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3171
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
470.160.010.05.001.002.287
საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს სანიტარიული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91) 44-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა 2006 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3171–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია