„მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის N76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
292
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016280
„მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის N76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №292

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

,, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №76 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/02/2015, სარეგისტრაციო კოდი  010320040.22.029.016274) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება, სასურველია კვალიფიკაცია - საერთაშორისო სამართლის (ადამიანის უფლებათა დაცვა)  მიმართულებით; “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია