„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
184
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016307
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №184

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 10/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016191) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან ტრანსპორტის მიმართულებით;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის   სამსახურის დებულების  ცოდნა;

გ) ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების გაანგარიშების პროგრამული უზრუნველყოფის (COPERT) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

დ) მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებაში;

ვ) ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;  

ზ) გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება;

თ) ინგლისური ენის  ცოდნა (კარგად);

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად,  Power Point- ძალიან კარგად, Microsoft  Access - ძალიან კარგად, ArcGIS - კარგად) ცოდნა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია