„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.129.016158
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, 29/09/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს;
ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-4  პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს;
დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო, გენდერული საკითხები, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა“;

ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-10  პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია