„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3100-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
480140000.05.001.017624
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 480140000.05.001.017190) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებები, დიპლომატიური არხები, სამართალდამცავი ორგანოს ხელთ არსებული კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3100-IIს

კრებსითი — სრული ვერსია