„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2131
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-19
სარეგისტრაციო კოდი
240.000.000.05.001.002.006
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. ფილიალები

16.1. საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ორგანოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ორგანოს.

16.2. კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში. ფილიალის რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;

ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა;

გ) საწარმოს წესდების ასლი;

დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე) საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2131–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია