საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №372
1997 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ო.ბიბილეიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მშენებლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სამშენებლო ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, საინჟინრო კადრების მეცნიერებისა და ტექნიკური მიღწევების თანამედროვე დონეზე მომზადებისათვის, სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ოთარ ბიბილეიშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე