|
”ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე.გ”
ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის , და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
1.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალქალაქში-1 კვადრატულ მეტრზე – 0 ,
84 ლარი,
ბ) შენობა - ნაგებობაზე ქალაქ ახალქალაქში – -1 კვადრატულ მეტრზე -
8.0 ლარი, |
2.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 1 კვადრატულ მეტრზე – 0,4
2 ლარი.
ბ) შენობა-ნაგებობაზე – 1 კვადრატულ მეტრზე –
4 ლარი. |
3.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება. |
4.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. |
|