„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge 06.04.2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.106.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
|
№
|
დასახელება
|
ტერიტორიული კოეფიციენტი
|
საბაზისო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე
(ლარი)
|
წლიური გადასახადის განაკვეთი 1კვ.მ-ზე(3x 4)
|
|
1
|
ქ. ხობი
|
1,5
|
0,24
|
0,36
|
|
2
|
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები
|
1,5
|
0,24
|
0,36“
|
|