საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
286
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018673
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №286

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2015 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 65 ერთეულით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:

ა) 30 (ოცდაათი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;

ბ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ქვეპროგრამით - „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების განახლება“ გამოყოფილი ასიგნებებიდან;

გ) 20 (ოცი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს ავსტრიის განვითარების ფონდის პროექტით – „კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის დაგეგმარება“გამოყოფილი დაფინანსებიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია