საქართველოს მთავრობის
განკარგულება №212
2015 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №43 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი