„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 26/01/2015 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016243) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.“;
ბ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|