,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით (სსმ, 2008 წელი, №29) დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველო;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უზრუნველყოფის სამმართველო.“.
|