„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2124
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-01
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.04.001.001.999
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;“.

 

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ.  სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2124-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია