„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №17 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.108.016152) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“.