|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №15 დადგენილებაში შემდეგის მიხედვით:
გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი - ,,სახანძრო-სამაშველო სამსახური“ ამოღებულ იქნეს. მე-12 მუხლის ,,8“ პუნქტი ,,სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციები“ ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის დადგენილება №09 - ვებგვერდი, 06.04.2015წ. |
|