„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016209
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 23 თებერვალი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის , ეკონომიკის,  ქონების მართვის და  ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში“ (სსკ 010260020.35.154.016183).კერძოდ
1. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში“

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

„ მუხლი 8. მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში

მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში უზრუნველყოფს

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის;

 ბ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;

 გ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;

დ)  მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას;
ე) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებსა და საჭიროებებს; 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური

კრებსითი — სრული ვერსია