„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.154.016204
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 23 თებერვალი

დ. თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.            
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“(სსკ010250000.35.154.016168)  კერძოდ
1. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
2. დებულების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.               
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური

კრებსითი — სრული ვერსია