„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3091-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.017614
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ან დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე.“.

2. 221 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3091-IIს

კრებსითი — სრული ვერსია