„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3051-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2015-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.017613
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც ამ დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ანაზღაურების წესსა და პირობებს ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 თებერვალი 2015 წ.

N3051-IIს

კრებსითი — სრული ვერსია