მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2019-05-23
სარეგისტრაციო კოდი
430050000.10.003.018453
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 23.05.2019, №241)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

 

თავი I. შესავალი


ეს დოკუმენტი აღწერს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას (შემდგომში - სქემა), რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის კომპლექსურ მიდგომებს გვთავაზობს. იგი არის მასწავ­ლებლის პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი. სქემა ემსახურება ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას და ეფუძნება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

თავი II. ზოგადი დებულებები

სქემის მიზანი და ამოცანა:

სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯო­ბესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლე­ბის ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით.

სქემის ამოცანაა მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. 

არსებული მდგომარეობა

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების დღემდე მოქმედი სისტემა ვერ აღმოჩნდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება. ამასთან, ნაკლებად ხდება ახალი, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც განპირობებულია მასწავლებელთა შრომის დაბალი ანაზღაურებით, პროფესიის დაბალი პრესტიჟითა და სელექციის არაკონკურენტული, მოუქნელი მექანიზმით. ასევე, შეიმჩნევა მასწავლებლობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობის კლების დინამიკა, დაბალია იმ აბიტურიენტების საგამოცდო შედეგები და სტუდენტების აკადემიური მოსწრება, რომელთაც განზრახული აქვთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. 

მთელი რიგი რეგიონების საჯარო სკოლებში შეიმჩნევა გარკვეულ საგნებში კვალიფიციურ სპეციალისტთა დეფიციტი. ასევე, რიგ საჯარო სკოლებში (განსაკუთრებით რეგიონებში) რამდენიმე საგანს ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საგნის სპეციალისტია. რაც, ბუნებრივია, ამცირებს სწავლა-სწავლების ხარისხს, პრესტიჟს უკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ზოგადად, მასწავლებლის პროფესიას. 

მოქმედმა სისტემამ ვერ უზრუნველყო მასწავლებლის პროფესი­ული განვითარების ეფექტურობა.

მასწავლებლის მომზადების არსებული აკადემიური პროგრამები ვერ უმკლავდება პროფესიაში არსებულ გამოწვევებს.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად, შემუშავდა ეს სქემა.

სქემის დანიშნულებაა:

• მასწავლებელთა მოსამზადებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესება;

• მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიცირება და ხარისხის კონტროლი;

• მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;

• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;

• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;

• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში.

სქემის დანერგვის შედეგად:

• ამოქმედდება მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების სამართლიანი და მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც წაახალისებს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;

• ამოქმედდება მასწავლებლის მხარდამჭერი პროგრამები, რაც გულისხმობს მასწავლებლებისათვის დამატებითი სერვისების განსაზღვრასა და მიწოდებას;

• დაინერგება არსებითი სახელფასო განსხვავება სქემით განსაზღვრულ სტატუსებს შორის და კარიერული წინსვლის მოქნილი მექანიზმი;

• პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამისად, აისახება შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა;

• სახელმწიფო სრულად დააფინანსებს მასწავლებლის მომზადების აკადემიურ პროგრამებსა (ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიურ პროგრამას, მიმდევრობით პროგრამას, პარალელურ პროგრამას) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას (60-კრედიტიანი) კვოტების მიხედვით.

ტერმინთა განმარტება

ამ სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ სქემის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებელი – ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავ­ლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ­ლებრივი აქტით;

 გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;

დ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ე) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი;

ზ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე - სქემით განსაზღვ­რული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედე­გების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენ­ტები) ორგანიზებული კრებული;

თ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;

ი) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში - ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;

კ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;

მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - განათლე­ბის მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრი­რებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგან­მანა­თლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმია­ნობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

ნ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ო) გარე დაკვირვება - მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით;

პ) სამოდელო გაკვეთილი - უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი;

ჟ) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ამ სქემის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა;

რ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება - მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

რ1) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება - მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ს) სერტიფიცირებული მასწავლებელი - მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი;

ტ) მასწავლებლის შეფასება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა;

უ) საპრეტენზიო კომისია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს;

ფ) შიდა შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას;

ქ) გარე შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას;

ღ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძა­ნე­ბით შექმნილი ჯგუფი;

ყ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი - სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების უნიფიცირებული საშუალება;

შ) დამატებითი საქმიანობა/აქტივობები - არჩევითი საქმიანობა/აქტივობები, რომელიც ეხმარება მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მინიჭებისა და უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაოდენობის კრედიტქულების დაგროვებაში.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

თავი III. მასწავლებლის მომზადებისა და საქმიანობის დაწყების წესი, მასწავლებლისგანათლება და მასწავლებლობის უფლების მოპოვება

მასწავლებლის მომზადების ახალი აკადემიური პროგრამების მიზანია მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში.

ამ მიზნის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების-ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის - თვისობრივი განვითარება.

მასწავლებლის მომზადების რეგულირებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული. სახელმწიფო აღნიშნული პროგრამების ხარისხის სამართავად იყენებს მაღალ სტანდარტებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული კვალიფიკაციის სანდოობა და ვალიდობა.

მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ, სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადებისინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდამოიცავდეს (არანაკლებ 300 კრედიტისა):

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს – არანაკლებ 180 კრედიტისა;

ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტისა;

გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტისა.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მიენიჭება დაწყებითი განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულისაბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს – არანაკლებ 120 კრედიტისა;

ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტისა;

გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტისა;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტისა.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტროსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის უფლების მოპოვება:

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება იქნება 2022-2023 წელს. ამის გამო საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლების რიგების შევსება ალტერნატიული გზით - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულად იზრუნებს მის მიერ გამოვლენილი დეფიციტური მიმართულებების შევსებაზე.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთანგათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

1. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება;

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად;

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, პირზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რითაც მას ეძლევა მასწავლებლობის უფლება;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

2. მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად:

აბარებს საგნის გამოცდას;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

3. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად და მასწავლებლობის მსურველისთვის, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, განსაზღვრული საგნის გამოცდის ჩატარების წესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება დოქტორის ან მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას, მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საკმარისია გარე დაკვირვების გავლა.

მასწავლებლობის უფლების მოპოვება პირისთვის, რომელსაც 2014 წლის ბოლომდემოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი

პირს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ეთვლება დაკმაყოფილებულად და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

თავი IV. საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესი

საჯარო სკოლაში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანსიის ვერშევსების შემთხვევაში, საჯარო სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

დირექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო სკოლაში საგნის ვაკანტური საათები შეავსოს ღია კონკურსის გამოცხადების გზით.

საკონკურსო პირობებს, კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს საჯარო სკოლის დირექტორი.

ვაკანტური ადგილის შესახებ კონკურსის გამოცხადება

განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე - www.pedagogi.ge-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სკოლაში მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

შიდა და ღია კონკურსების ეტაპებია:

Ø საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხა­დების გადარჩევა;

Ø გასაუბრება;

Ø სხვა ეტაპები, რომელთაც დაადგენს საჯარო სკოლა.

კანდიდატების შერჩევა მასწავლებლის ვაკანსიაზე

საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ პოზიციაზე შესულ განცხადებებს და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დასტურდება მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობა.

საჯარო სკოლა ვალდებულია, შეიმუშავოს შერჩევის ან/და შეფასების გამჭვირვალე და სანდო კრიტერიუმები, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საკონკურსო კომისია შეიძლება შედგებოდეს საჯარო სკოლის თანამშრომლებისაგან, ასევე, მოწვეული წევრებისაგან.

კომისიის მუშაობის წესი განსაზღვრული უნდა იყოს საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით.

შრომითი ხელშეკრულების დადება

კანდიდატების შეფასების შემდეგ, კომისია წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციას საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც უფორმებს მასწავლებელს შრომით ხელშეკრულებას, კანონმდებლობით განსაზღვ­რული წესით.

თავი V. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

მასწავლებლის პროფესიული განვითარების წინაპირობას წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

სქემით განსაზღვრული სტატუსები

სქემა განსაზღვრავს მასწავლებლების ოთხ სტატუსს:

პრაქტიკოსი მასწავლებელი - ვრცელდება მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე;

უფროსი მასწავლებელი;

წამყვანი მასწავლებელი;

მენტორი.

სქემით განსაზღვრული სტატუსები ეფუძნება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.

მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს.

მასწავლებელი ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის შენარჩუნებისათვის განსაზღვრულ კრედიტქულებს.

მასწავლებელი, თუ ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნებისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორსა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი გზები და საშუალებები

ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა. თითოეული სტატუსის შენარჩუნება/მინიჭებისთვის საჭირო კრედიტქულებს მასწავლებელი აგროვებს მომდევნო სტატუსის მინიჭებამდე.

პრაქტიკოსი მასწავლებელი:

ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;

ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსმა მასწავლებელმაშეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

I გზა:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული - 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები დაადასტუროს.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეივსოს პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით - №2 ცხრილიდან.

პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია №1 ცხრილში:  

ცხრილი №1

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის %

კრედიტქულა

61 - ს ზემოთ

10

51-დან 61-მდე

7

41-დან 51-მდე

4

31-დან 41-მდე

1.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, მოცემულია №2 ცხრილში:

ცხრილი №2

პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი,რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

 

საგნობრივი მიმართულება

კრედიტქულები

პროფესიული მიმართულება

კრედიტქულები

საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლა

1

(25 საათი)

პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა

1

(25 საათი)

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა

 

0,5[1]

წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა

1

კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მ. შ. სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის/ მოსწავლეების მომზადება

0,5

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში

1-2

სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა

0,5

სოციალური პროექტები

0,5

სემესტრის განმავლობაში ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

0,5

ფასილიტატორობა

3

სასწავლო წლის განმავლობაში

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა)

1

სასწავლო წლის განმავლობაში

სახელმწიფო ენის კურსის გავლა დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით

2 (ერთი დონე).

 

[1] კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, ამასთან აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტქულას. მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეძენილი ცოდნის სასწავლო პროცესში გადატანა.

რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით განხორციელებული დამატებითი აქტივობებიდან/საქმიანობებიდან პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება წლის განმავლობაში მაქსიმუმ 5 კრედიტქულა. კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას, თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას.

III გზა:

პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ სქემის ძალაში შესვლის შემდგომ:

ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

უფროსი მასწავლებელი:

ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;

ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

უფროსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი 3 წლის განმავლობაში დააგროვოს 13 კრედიტქულა.

უფროსი მასწავლებელი ვალდებულია 4 კრედიტქულა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება - 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ. ცხრილი №3) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და ვადა ერთი წლით უხანგრძლივდება. ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული - 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა დაგროვებული უნდა იქნეს დამატებითი საქმიანობების/აქტივობების (იხ. ცხრილი №3) განხორციელებით.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსმა მასწავლებელმა შეიძლებააირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა:

I გზა:

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:

ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა);

ბ) გადის გარე დაკვირვებას (4 კრედიტქულა);

გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (11 კრედიტქულა). წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

II გზა:

უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

III გზა:

გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება:

ა) უფროს მასწავლებელს, რომელსაც სქემაში განაწილების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

წამყვანი მასწავლებელი:

ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;

ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს პროფესიული განვითარებისთვის მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

წამყვანი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი ოთხი წლის განმავლობაში დააგროვოს 17 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია კრედიტქულები დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ. ცხრილი №3) და/ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:

ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);

ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);

გ) ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ. ცხრილი №3) (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

ცხრილი №3

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივობებისჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

უფროსი და წამყვანი მასწავლებელი დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან.

 

აქტივობის დასახელება

კრედიტქულები

პროფესიული განვითარება

კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობა

1

სტაჟირება

1

სასწავლო რესურსის შექმნა

1

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა (25 საათი)

1

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენინგ-მოდულის ტრენერობა

0,5

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგის გავლა

1

(25 საათი)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლა

განისაზღვრება ინდივიდუალურად

სახელმწიფო ენის კურსის გავლა დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით.

ერთი დონე - 2

მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა

კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

სასწავლო პროცესის გაუმჯობესება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში

1 – 2

სასწავლო პროექტები

0.5

დისტანციური სწავლება

0.5

კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება

0,5

მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა

კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

კლასგარეშე და სოციალური საქმიანობა

წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა

1

სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის (მათ შორის, სპორტული და სახელოვნებო) წარმართვა

0,5

საზაფხულო სკოლის მოწყობა

1

თავისუფალი გაკვეთილები

0.5

სოციალური პროექტები (მათ შორის მშობლებთან და თემთან მუშაობა)

0.5

მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა

კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

პროფესიული თანამშრომლობა

სამოდელო გაკვეთილების ჩატარება

1

რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა - სტატია

1

მეთოდური ლიტერატურა

2

გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა

4

სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირება

1

ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობა )

1

საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა

1

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა

0,5-1

ფასილიტატორობა

წელიწადში 3

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა)

წელიწადში 1

მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა

კრედიტქულები განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით

 

კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.

მასწავლებელი ცხრილ №3-ით გათვალისწინებული მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს: შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას.

სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

მასწავლებლის შეფასება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად მომზადებული და ორგანიზებული შეფასება, საფუძვლიანი თვითშეფასებისა და შიდა შეფასების გზით, ემსახურება სასკოლო გარემოსა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. ეს ყველაფერი კი არის მნიშვნელოვანი საფუძველი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სისტემის შექმნისათვის, რაც, თავის მხრივ, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების საწინდარი.

მასწავლებლის შეფასების წესი

მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სკოლაზე და მის მასწავლებლებზე. იგი შეიძლება გავრცელდეს კერძო სკოლასა და მის მასწავლებლებზე, კერძო სკოლის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა არ გამოავლენს ზემოაღნიშნულ ნებას, ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული მასწავლებლები შეაფასოს შეფასების იმ სისტემით, რომელიც დაეფუძნება ამ თავით გათვალისწინებული შეფასების ძირითად პრინციპებს.

კერძო სკოლის მიერ განსაზღვრული, მასწავლებლების ალტერნატიული შეფასების სისტემის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან თავსებადობას ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

მასწავლებლის შეფასების მიზანი და პრინციპები

მასწავლებლის შეფასების მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.

მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მასწავლებლის შეფასების მიმართულებები

მასწავლებელი ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული სამი მიმართულებით:

ა) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;

ბ) პროფესიული განვითარება;

გ) კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა.

მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებასა და გარე დაკვირვებას;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.

მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) მასწავლებლის თვითშეფასება;

ბ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;

გ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება;

დ) გარე დაკვირვება;

ე) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება.

მასწავლებლის თვითშეფასება

ა) მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით. მასწავლებელი ვალდებულია შეავსოს თვითშეფასების კითხვარი;

ბ) თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით მასწავლებელი:

ბ.ა) აფასებს საკუთარ საქმიანობას;

ბ.ბ) აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საჭიროებებს;

ბ.გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევებისა და თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

ბ.დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აანალიზებს სასწავლო წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას;

ბ.ე) ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;

გ) მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების და ასევე მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში/საგნობრივ ჯგუფში, რომელსაც ასწავლის;

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს;

გ) საგნობრივი კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს წლის განმავლობაში ერთხელ, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში;

ე) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;

ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

პროფესიული კომპეტენციის დადასტურება

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია;

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ წინა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს;

გ) პროფესიული კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასებას ახორციელებს წლის განმავლობაში ერთხელ, პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში;

ე) პროფესიული კომპეტენციის დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;

ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

გარე დაკვირვება

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ექვემდებარება გარე დაკვირვებას;

ბ) გარე დაკვირვების წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ;

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი უფროსი მასწავლებლისათვის.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

ა) მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც საჯარო სკოლაში შედგება საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სკოლაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სკოლა;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს;

გ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი;

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელის შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას;

ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მასწავლებელის შეფასების ჯგუფის ფორმირება ან აღმოჩნდება, რომ მასწავლებელის შეფასების ჯგუფი ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული, ან სხვა მიზეზის გამო არ არის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, დაადგინოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის ფორმირების განსხვავებული წესი;

ვ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:

ვ.ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და ანიჭებს მას კრედიტქულებს;

ვ.ბ) აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს;

ვ.გ) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების შესახებ და ასახავს ელექტრონულ სისტემაში;

ვ.დ) უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ სტატუსის შენარჩუნებისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ.ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ;

ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამისა;

თ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელის შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია:

ა) გაკვეთილზე დაკვირვება და მასწავლებლისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა (პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლისთვის);

ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის);

გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის).

გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას;

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით და ანიჭებს მას კრედიტქულებს.

სამოდელო გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას;

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე ანიჭებს მას კრედიტქულებს.

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება

ა) მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის:

ა.ა) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში;

ა.ბ) უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნებისა და შეწყვეტის (პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში) შესახებ გადაწყვეტილების ასახვა ელექტრონულ სისტემაში.

იმ მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის 2 ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაში

ა) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, ამ თავით დადგენილი წესით შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, ამ თავით დადგენილი წესით, შიდა შეფასებას გადის შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემითგანსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და უფროსი/წამყვანიმასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წინადადების გასაჩივრება

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა

ა) მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

ა) საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას;

ბ) საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

ა) საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა.ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ა.ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ა.გ) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ;

ა.დ) მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გაუქმების/ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია მასწავლებლის შეფასების ჯგუფს ავალებს მასწავლებლის განმეორებით შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან ან უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინადადების მიღების შემთხვევაში მის განმეორებით წარდგენას;

ბ) საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების დაუფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ;

ბ) მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ;

გ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების შესახებ და გადაწყვეტილებას ასახავს ელექტრონულ სისტემაში;

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ სტატუსის შენარჩუნებისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინადადებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ე) მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დადასტურება

ა) მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადასცემს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას.

მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი;

ბ) მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება და შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და გარე დაკვირვებისშეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შემუშავება და დამტკიცება

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გარე დაკვირვებისთვის მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების რუბრიკას.

შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შიდა შეფასებისათვის შეიმუშავებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს.

ფასილიტატორის ფუნქციები

ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს ინდივიდუალურ საჭიროებათა დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილიტატორი მონაწილეობას იღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში და გარე დაკვირვების პროცესში.

ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

თავი V1. სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერება/აღდგენა

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა.

მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის მიზნით მიმართვას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

სქემით განსაზღვრული სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსოს ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებელი უფლებამოსილია, მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარება შეფასებას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

 თავი  VI . მასწავლებელთა კარიერული წინსვლა, მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება

მასწავლებლების პირველადი განაწილება სქემაში განხორციელდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს მასწავლევლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადა. ის მასწავლებლები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ შრომითი ურთიერთობა, სქემაში განაწილდებიან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემდგომ, რისთვისაც წერილობითი ფორმით მიმართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სქემაში ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის, ხოლო სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობილობა.

მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან შემდეგი წესით:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ.ბ) 2014 წლის ბოლომდე, წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საგნის გამოცდა და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ.გ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;

გ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

დ) მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ სქემით დადგენილი წესით.

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელიღონისძიებები

ა) მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:

ა.ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;

ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ;

ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში;

გ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი;

დ) ელექტრონულ სისტემაში „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ე) ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისა და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ვ) ელექტრონულ სისტემაში განთავსებული „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არის მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების საფუძველი;

ზ) მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

თ) მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №597- ვებგვერდი, 02.12.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

თავი VII. ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება, მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის შეფასება და მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა.

ელექტრონული სისტემის წარმოება

ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) მასწავლებელი;

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი;

ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოქმედი მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე, საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი/პროფესიული კომპეტენციების დადასტურების შესახებ;

გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

2. მასწავლებლების სქემაში განაწილებისათვის აუცილებელია თითოეულმა მოქმედმა მასწავლებელმა ელექტრონულ სისტემაში გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის მიზნით, მოქმედ მასწავლებელს ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ­ლებათა მართვის საინფორმაციო სისტემასთან პირის იდენტიფიცირება.

3. მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექ­ტრონულ სისტემაში.

4. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი.

5. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებ­ლისათვის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და დაკარგვის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის;

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებული შეფასება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

8. გარე დაკვირვების შედეგები უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

9. მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები და ელექტრონულად შეავსოს თვითშეფასების კითხვარი.

10. მასწავლების პროფესიული საქაღალდის შეფასების დასრულების შემდეგ, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ელექტრონულ სისტემაში განათავსებს შეფასების შედეგებს.

11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, განათავსოს მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭებასთან და უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა

1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით, ან დაინტე­რესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდო­მის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით.

ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები

1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგე­ბელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვი­სა და შეც­ვ­ლის უფ­ლე­ბას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება ელექტ­რონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.

2. ელექტრონულ სისტემის მონაცემებზე წვდომის დონეები განისა­ზღვ­რება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორ­მაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.

თავი VIII. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ეტაპები

მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება 3 ეტაპად:

1. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების გაანგარიშებას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომში - სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);

დ) სამუშაოს სპეციფიკა.

2. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება რეგულირდება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესით“.

3. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ:

 ა) მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 355 ლარი;

 ბ) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების გაანგარიშების კრიტერიუმების შესაბამისად, საბაზო ხელფასის ზრდით განისაზღვრება ახალი სახელფასო განაკვეთები:

 

განათლება და კვალიფიკაცია

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

სრული ზოგადი განათლება

337.3

353.2

358.6

პროფესიული განათლება

378.1

394.1

399.4

ბაკალავრიატი

418.9

434.9

440.2

მაგისტრატურა

459.7

475.7

481.0

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

500.6

516.5

521.9;

 

გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 160 ლარით და უფროსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

უფროსი მასწავლებელი

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

განათლება და კვალიფიკაცია

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

სრული ზოგადი განათლება

497.3

513.2

518.6

პროფესიული განათლება

538.1

554.1

559.4

ბაკალავრიატი

578.9

594.9

600.2

მაგისტრატურა

619.7

635.7

641.0

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

660.6

676.5

681.9;

 

დ) თუ სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილებულ მოქმედ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (160 ლარი), სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ე) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 250 ლარით და წამყვანი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

 

წამყვანი მასწავლებელი

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

განათლება და კვალიფიკაცია

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

750.6

766.5

771.9;

 

ვ) თუ სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილებულ მოქმედ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (250 ლარი), სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ზ) მასწავლებლების სქემაში განაწილების შემდგომ, მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობას დაიწყებს ამ სქემით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 300 ლარით;

ი) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

ი.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

ი.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

ი.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ი.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

ი.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

4. 2016 წლის 1 აპრილიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები):

ა) მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 405 ლარი;

ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 180 ლარით;

გ) თუ სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (180 ლარი), სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

დ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 270 ლარით;

ე) თუ სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (270 ლარი), სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ვ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 400 ლარით;

ზ) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

ზ.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

ზ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

ზ.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ზ.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

ზ.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

5. 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები):

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 320 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 500 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 700 ლარით;

დ) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

დ.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

დ.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

დ.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

6. სქემაში განაწილებულ მასწავლებელს, რომელსაც დადგენილი წესით შრომის ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე, უნარჩუნდება სქემაში განაწილებამდე არსებული მდგომარეობა (თანამდებობრივი სარგო დადგენილი წესით შეევსება 1000 ლარამდე), იმ დრომდე, სანამ სქემით განსაზღვრული სტატუსისათვის მის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.

7. ნაწილობრივი დატვირთვის დროს, მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა კლასის დამრიგებლობის დანამატისა).

 თავი IX. გარდამავალი დებულებანი

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №90/ნბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესი

ა) „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №90/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა) 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლები შეფასდებიან მათ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;

გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

გ.ა) განსაზღვრავს ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

გ.ბ) ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის შეფასების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

გ.გ) განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

გ.დ) განსაზღვრავს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს;

დ) ამ თავით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართულ მასწავლებელს კრედიტქულებად უღიარდება სქემის ამოქმედებამდე დაგროვებული კრედიტები;

ე) მიუხედავად „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლისათვის აღიარებული კრედიტქულებისა, მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები;

ვ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტების აღიარების შემდგომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებელი, მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების, ან სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიტქულებს დააგროვებს სქემით დადგენილი წესით.

სერტიფიცირებული მასწავლებლის შეფასების წესი, რომელსაც ამ დადგენილებისძალაში შესვლის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტითგათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილაჩართული მასწავლებლის პროფესიული განვთარების სქემაში

ა) სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულებად უღიარდება მის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული შემდეგი დამატებითი საქმიანობები:

ა.ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ საგანში (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელსაც ასწავლის მოქმედი მასწავლებელი (2 კრედიტქულა). მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელშიც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას;

ა.ბ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარება (1 კრედიტქულა);

ბ) მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული დამატებითი საქმიანობების კრედიტქულებად აღიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ბ.ა) ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;

ბ.ბ) ამტკიცებს აღნიშნული კომისიების მუშაობისა და კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

ბ.გ) ამტკიცებს მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მოქმედი მასწავლებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

ბ.დ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

ბ.ე) განსაზღვრავს კომისიების მიერ „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული განცხადებებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მოქმედი მასწავლისთვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს;

გ) მიუხედავად ამ თავით დადგენილი წესით მოქმედი მასწავლებლისთვის აღიარებული კრედიტქულებისა, მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები;

დ) აღიარების შემდგომ, მოქმედი მასწავლებელი, მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიქტულებს დააგროვებს სქემით დადგენილი წესით.

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლისსასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისაგან და საგნობრივი მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა.

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლისსასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, თავისუფლდება პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისაგან და პროფესიული მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა.

სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლებისთვის წამყვანი მასწავლებლისსტატუსის მინიჭება

უფროსი მასწავლებელი, რომელსაც სქემაში პირველადი განაწილების დროისთვის მოპოვებული ჰქონდა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2014 წლის ბოლომდე წარმატებით ჰქონდა დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი და ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/ სექტორებისმასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების მიზნით შეფასების განხორციელებას უზრუნველყოფს 2018 წლიდან.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების საგნობრივი და პროფესიული მიმართულებებით განაწილება განხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირება

2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.

მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების განმავლობაში მასწავლებლის შეფასების შედეგები ექვემდებარება კრედიტქულებად აღიარებას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №35  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.


კრებსითი — სრული ვერსია