„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.171.016066
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი’’  63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები  ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და  ეთიკის კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ’’  2014 წლის 1 სექტემბრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: (010260020.35.171.016005) და დადგენილების თანდართულ დებულებაში:
1.  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და  ეთიკის კომისიის დებულების სახელწოდება და დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება.

 ,,ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში  – ,,საკრებულო“) რეგლამენტის (დამტკიცებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.".

2.   სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,1. სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (შემდგომ – ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

3. სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა. სამანდატო და საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა სამუშაო ჯგუფი;".

4. სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,5. სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ა" – ,,ი" პუნქტებითა და ,,მ“ – ,,ნ“ ,,ო“  პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

5. სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების მე-4 მუხლის 6-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საკადრო პოლიტიკის და ეთიკის სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,კ" – ,,ლ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.".


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე

კრებსითი — სრული ვერსია