|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის
მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს |
1.
ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; |
გ)
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; |
დ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
2.
ყველა მოხელეს მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. |
მუხლი 2.
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში |
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის – Microsoft Office Word-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა; |
ბ)
საშუალო განათლება. |
მუხლი 3.
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი |
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; |
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი |
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. |
ბ)
განათლება: |
ბ.ა)
ადმინისტრაციული სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.დ)
შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ე)
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ვ)
კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.თ)
იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. |
მუხლი 5.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი |
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. |
ბ)
განათლება: |
ბ.ა)
ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება; |
ბ.ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.დ)
შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ე)
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება; |
ბ.ვ)
კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.თ)
იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. |
მუხლი 6.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი |
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. |
ბ)
განათლება: |
ბ.ა)
ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება; |
ბ.ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.დ)
შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ე)
ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება; |
ბ.ვ)
კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.თ)
იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. |
მუხლი 7.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი |
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. |
ბ)
განათლება: |
ბ.ა)
ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება; |
ბ.ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.გ)
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.დ)
შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ე)
ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება; |
ბ.ვ)
კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.თ)
იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; |
ბ.ი)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. |
| მუხლი 8 |
1. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - აპატარის უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება; გ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი. 2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება. 3. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება. 5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მარტის დადგენილება № 1 8 - ვებგვერდი, 25.03.2015წ. |