|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) აპარატის უფროსი;“ 2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „პ) დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე; ჟ) დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანაშემწე; რ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანაშემწე.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|