„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2091
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-29
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.05.001.001.990
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003., მუხ. 90) 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.

3. სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზის, საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 11 ნოემბერი.

№2091-IIს

კრებსითი — სრული ვერსია