საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №312
1997 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
გ. მელიქიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, მამაცობისა და თავდადებისათვის, აქტიური ჟურნალისტური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის გოგიტა მელიქიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე