საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2046
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-29
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.987
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიცია­ლუ­რი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით, ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 ნოემბერი.

№2046–IIს

კრებსითი — სრული ვერსია