|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.35 (ოცდათხუთმეტი) ლარით თვეში.
2. ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე (სამოცდახუთი ათასზე) დაბალია, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2017 წ. |
| მუხლი 21 |
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები სრულად განთავისუფლდნენ 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის ნოემბერის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 22.01.2021 წ.
|
| მუხლი 3 |
იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №56 დადგენილება (ს/კ210020020.35.152.016162). |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ძალაშია 2015 წლის პირველი მარტიდან. |
|
დანართი N1
|
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი,06.03.2019წ. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
1. მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადახდის წესი |
1. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გაიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ. 5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას, მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება |
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მერიის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით. 5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად. 6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი,06.03.2019წ. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებელი გადახდა ხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
|
დანართი №2 დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – წლიური დაგროვების ნორმა. ტ – 1 მ3 ნარჩენის შეგროვება, ტრანსპორტირების ტარიფი. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 07.04.2016 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.01.2017 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის დადგენილება №15- ვებგვერდი, 22.05.2017 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №2- ვებგვერდი, 22.01.2019 წ.
|