გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-19
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.148.016250
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46  დადგენილებით (www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 23/12/2014; 190040000.35.148.016244) „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

„მუხლი 7. დიალიზზე მყოფი  და C  ჰეპატიტით დაავადებული  ადამიანების  ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით, იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულინი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ  ბოლო ორი წლის მანძილზე. 

2. ვირუსული C  ჰეპატიტით  დაავადებულ ადამიანებს,  რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზით და ასციტით გართულება და გააჩნიათ სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული 0-დან 100000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა    ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით, იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ  ბოლო ორი წლის მანძილზე. 

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით ერთობლივად სარგებლობა ერთი ბენეფიციარის მიერ დაუშვებელია.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია