„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-19
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.119.016228
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არა რიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში  (სსმ, 190020020.35.119.016194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  საკრებულოს წევრებს რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და საქმიანობის  განხორციელებისათვის თითოეულს მიეცეს თანხა თვეში 420 ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ყოველთვიურად 420 ლარის დარიცხვა და საკრებულოს შესაბამისი წევრის საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხვა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე

კრებსითი — სრული ვერსია