„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2025-10-31
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.018441
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“. 
მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  უზრუნველყოს:

ა) „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დასაწყებად საჭირო რესურსის მოძიება  საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის   31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „დანერგე მომავალი“  დამატება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 15 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“

მუხლი 1.     პროგრამის  მიზნები და ამოცანები

1.  პროგრამის მიზნებს  წარმოადგენს: 

ა) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა;

ბ) ადგილობრივი მაღალხარისხიანი  ფიტოსანიტარიულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების)  წარმოების მხარდაჭერა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური  ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის  იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში  ახალი ბაღების გაშენებას და  მეხილეობის სექტორის  რაოდენობრივ და თვისებრივ გაუმჯობესებას.

2.  პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: 

ა) თანამედროვე სტანდარტების მაღალხარისხიანი სანერგე მეურნეობის შექმნა;

ბ)  მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღებისა და პლანტაციების გაშენება;

გ) სანერგე მეურნეობების შექმნის,  მრავალწლიანი კულტურების ბაღებისა და პლანტაციების გაშენების  სტიმულირება ფინანსური დახმარების საშუალებით;

დ) მეურნეობებისა და ბაღების შექმნის მსურველთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

მუხლი 2. პროგრამის  კომპონენტები

1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობიდან გამომდინარე, თანადაფინანსება/ დაფინანსება განხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:  

ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი:

ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი;

დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.

2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტების ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები.

3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ოთხივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 3. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი

1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში − ბაღების კომპონენტი) ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში ტექნიკური დახმარების გაწევას.

2. მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად, ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლიანი კულტურების სახეობები, რომლებიც შესაძლებელია, გაშენდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (დანართი №1 - მრავაწლიანი კულტურების სახეები საქართველოს რეგიონების მიხედვით).

3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.

მუხლი 4. ფინანსური დახმარება

1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება  ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 80%-ისა როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე იმპორტის დროს. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური ღირებულების ოდენობა დადგენილია დანართ №2-ის შესაბამისად.

3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი  დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5  ჰა-ზე.

4. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

5. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

6. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

7. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

8. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ნერგების მესაკუთრეა (საკუთრება პროგრამის მიზნებისათვის არ გულისხმობს იმპორტირებული ნერგების კონსიგნაციით მიღებას), შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობებითა და პირობებით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს წვეთოვან სარწყავ სისტემას, მას შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების შესაძენად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.

10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. შესაწამლი აპარატების ღირებულების დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

11. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

საქართველოს მთავრობის 2015  წლის 8  აპრილის დადგენილება №159   – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 28.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 5. შეზღუდვები

1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღ(ებ)ის გაშენება.

2. თანადაფინანსების  მოცულობა 0,5 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.

3. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში,  თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე განისაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.

4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.

5. ბაღების კომპონენტის ფარგლებში პირველ რიგში დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – შესასყიდი ნერგების ღირებულების 80%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 6. ტექნიკური დახმარება

1. ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ, ინტენსიური ბაღის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;

ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM;

გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.

2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება ტრენინგის სახით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.

მუხლი 7. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი

1.  ბაღის კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიცარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების   შედარებით  ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების  ათვისებას.

2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

3. (ამოღებულია - 03.07.2020, №409).

4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 8. ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

1. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:

ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;

ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ფიზიკური პირისგან/იურიდიული პირისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ფიზიკური პირისგან/იურიდიული პირისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ფაქტორის გამო და მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან/სს „საპარტნიორო ფონდთან“/ფიზიკურ პირთან/იურიდიულ პირთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

3. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს.

4. (ამოღებულია - 15.05.2019, №225).

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში - კოოპერატივში შემავალი წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე და გააჩნდეს ერთიანი პერიმეტრი, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 8  აპრილის დადგენილება №159   – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 04.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 9. დაფინანსების მიღების წინაპირობები

1. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“;

2. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.

21. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.

22. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში იგეგმება  ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა, მოთხოვნილი არ იქნება ამ მუხლის მე-2 და 21  პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები.

3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა.

4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურების ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა (დანართი №4).

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 10. სხვა პირობები

1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.

2. ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ, ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების, ცენტრის მიერ სანერგე მეურნეობების შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. (ამოღებულია - 15.05.2019, №225).

4. (ამოღებულია - 15.05.2019, №225).

5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@rda.gov.ge./document@rda.gov.ge ან სააგენტოში ოფიციალური წერილობითი ფორმით.

6. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს განაცხადების მიღების/თანადაფინანსების გაცემის ბოლო ვადას.

7. ფსტის (ფისტა), ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის   მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კულტურების გარდა, შესაძლებელია პროექტით გათვალისწინებული სხვა კულტურის დაფინანსება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე, თუ  ცენტრიდან წარმოდგენილ იქნება აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასტური.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №457 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 11. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) (ამოღებულია - 03.07.2020, №409);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

ე) (ამოღებულია - 15.05.2019, №225);

ვ) ცენტრის  მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ზ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

თ) დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;

ი) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული,  თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ი.ა) ნერგების რაოდენობა;

ი.ბ) თითოეული ნერგის ფასი;

ი.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;

ი.დ) ნერგის მახასიათებლები;

ი.ე) მიწოდების პირობები;

ი.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;

კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ლ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ;

ლ1) (ამოღებულია - 05.03.2020, №148);

ლ2) (ამოღებულია - 05.03.2020, №148);

მ) (ამოღებულია - 15.05.2019, №225);

ნ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 8  აპრილის დადგენილება №159   – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 12. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები

1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე.

2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ  სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას.

3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება).

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, მიმწოდებლების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს/ჩარიცხოს:

ა) ნერგების ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30%-ისა (ოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 20%-ისა (ოცი პროცენტისა), გარდა ამ მუხლის 51  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50%-ისა (ორმოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 40%-ისა (ორმოცი პროცენტისა).

51.  ნერგების იმპორტის გზით ან/და ადგილობრივ სანერგე მეურნეობაში შეძენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ნერგების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 12 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.

6. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად გადარიცხვის/ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად და ხელშეკრულებით მისაღები თანადაფინანსების თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვის/ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

61. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მიზნით,  ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობები დაფინანსდება მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემდგომ ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ.

7. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

8. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

9. დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №408 – ვებგვერდი, 17.10.2023წ.

მუხლი 13. მონიტორინგი

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 28.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.

მუხლი 141. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 142. (ამოღებულია)

 მუხლი 143. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 144. (ამოღებულია)

მუხლი 145. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 146. (ამოღებულია)

მუხლი 147. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 148. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

 მუხლი 149. (ამოღებულია)

მუხლი 1410. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 15. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი

1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში – სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას ახალი სანერგე მეურნეობ(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის  გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების, ასევე მცენარეთა ახალი ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების მიზნით.   

2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან/და არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის/გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და  თვითმმართველ ქალაქში.

3. წინასაბაზისო, გასამრავლებელი მასალისგან მიღებულ საძირეებისა და ნერგების, რომელიც განკუთვნილია სადედე ბაღების მოსაწყობად (შემდგომში − საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალა), შესყიდვა უნდა განხორციელდეს აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან  სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.

მუხლი 16. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში წარსადგენი პროექტი და თანადაფინანსების მოცულობა

1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებს პოტენციური ბენეფიციარი, თუ   შესაქმნელი/გაფართოებისთვის/ მოდერნიზებისთვის/გადაიარაღებისთვის განკუთვნილი  სანერგე მეურნეობისათვის შეისყიდის საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად  ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიისათვის, სადაც განახორციელებს მცენარის ნაწილებისა და ნებისმიერი ვეგეტატიური მასალის, მათ შორის, საძირეების, კალმების, ასევე ნერგების, რომელიც განკუთვნილია გასამრავლებლად და სადედე და/ან ნაყოფის მომცემი  მცენარეების გამოსაყვანად (შემდგომში − გასამრავლებელი მასალა), წარმოებას ან/და უკვე გააჩნია სანერგე მეურნეობა ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

2. თანადაფინანსება განხორციელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობებით წარდგენილი დეტალური პროექტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს  სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის:

ა)  შექმნის/გაფართოების დროში გაწერილ  გეგმას; 

ბ) ოპერირებაში ჩართული საკვანძო პირების ჩამონათვალს, მათი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მითითებით;

გ) პროექტის ჯამურ ბიუჯეტს;

დ) პროექტის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციასა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

ე) ოპერირებისთვის აუცილებელი საბრუნავი საშუალებების მოცულობას და უზრუნველყოფის გეგმას;

ვ) თითოეული გასამრავლებელი მასალის თვითღირებულების კალკულაციას;

ზ) გასამრავლებელი მასალის გაყიდვების გეგმას;

თ) გასამრავლებელი მასალის დაგეგმილ წარმადობას, გასამრავლებელი მასალის სახეობების მიხედვით, სამწლიანი  საპროგნოზო პერიოდით.

3. სააგენტო ცენტრთან ერთობლივად შეიმუშავებს პროექტის შედგენის სახელმძღვანელოს/კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისათვის, რათა მოხდეს წარდგენილი პროექტების სტანდარტიზაცია.

4. (ამოღებულია - 03.07.2020, №409).

5. სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ან/და გააფართოებენ/მოახდენენ მოდერნიზებას/გადააიარაღებენ ისეთ სანერგე მეურნეობებს/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიას, რომელშიც იწარმოება დანართ №1-ით გათვალისწინებული კულტურების გასამრავლებელი მასალა.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 17.  სანერგეების კომპონენტის თანადაფინანსების ზღვრები და მიზნობრიობა

1. სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის თანადაფინანსებას არა უმეტეს ჯამური ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ამასთან, ახალი სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს.

2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:

ა) სადედე ბაღის მოწყობის მიზნით, საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალის შეძენა;

ბ) მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა (შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რემონტი, დანადგარ(ებ)ის/აღჭურვილობ(ებ)ის შეძენა, კომუნიკაცი(ებ)ის მოწყობის ხარჯი − მათ შორის, განბაჟება/დღგ, ტრანსპორტირება და სამონტაჟო სამუშაოები);

გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა;

დ) სარწყავი სისტემების მოწყობა;

ე) დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი − შენობა ან/და სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა და აღჭურვა;

ვ) სანერგე მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე − ზამთრის მყნობის ჩასატარებლად სამყნობი სახელოსნოს ან/და საფუმიგაციო ოთახის ან/და გასამრავლებელი მასალის შესანახი მაცივრის მოწყობა;

ზ) სპეცტექნიკის შეძენა (თანადაფინანსებით დასაშვები სპეცტექნიკის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო ცენტრთან ერთად).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

მუხლი 18. ტექნიკური დახმარება

1. სანერგე მეურნეობის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

ა) გასამრავლებელი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები;

ბ) გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების პრინციპები.

2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 19. სანერგეების კომპონენტის ბენეფიციარი

1. სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის შექმნით/განვითარებით დაინტერესებული პირები.

2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

3.  (ამოღებულია - 03.07.2020, №409).

4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 20. შესაბამისობის კრიტერიუმები

1. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:

ა) (ამოღებულია - 24.10.2019, №506);

ბ) ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის  ეროვნულ სააგენტოში);

გ) ღია გრუნტის გარეშე გასამრავლებელი მასალის წარმოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ინვიტრო ლაბორატორია, სათბური და სხვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

3. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

4. (ამოღებულია - 03.07.2020, №409).

5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა/გაფართოება, არ უნდა ედოს ყადაღა.

6. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის შექმნა, უნდა იყოს დამუშავებული და ვარგისი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად. ვარგისიანობის დადგენა განხორცილედება ცენტრის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და დადგენილი მეთოდოლოგიით.

7. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.

7​1. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.

8. ღია გრუნტზე სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობა.

9. არსებული სანერგე მეურნეობა უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნებს, რასაც წერილობით დაადასტურებს ცენტრი.

10. მრავალწლიანი კულტურები, რომელთა გამრავლებაც ხდება სანერგე მეურნეობაში/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიაში, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო  კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს ცენტრი, ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.

მუხლი 21. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) დირექტორის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)  (ამოღებულია - 15.05.2019, №225) ;

ე) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურების სანერგის მოწყობის ადგილის  ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ე1) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია „დაცული“ ჯიშის გამრავლება, დამატებით ჯიშის მფლობელის ნებართვა ჯიშის გამრავლების თაობაზე;

ვ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;

თ) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ი) ბენეფიციარის წილი თანადაფინანსების თანხის (მათ შორის,  საქართველოში რეგისტრირებული საფინანსო ინსტიტუტებიდან ცნობა კრედიტის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;

ლ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული  დოკუმენტაციის წარდგენა ბენეფიციარის მიერ განხორციელდება განაცხადის/პროექტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 22. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები

1. პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს შევსებულ განაცხადს, სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალურ პროექტს და თანმდევ დოკუმენტაციას. საწყის ეტაპზე განაცხადის წარდგენა მოხდება წერილობითი ფორმით. სააგენტოს მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შემდგომ განაცხადის წარდგენა განხორციელდება ელექტრონული ფორმით.

2. (ამოღებულია - 24.10.2019, №506).

3.   (ამოღებულია - 24.10.2019, №506).

4.  (ამოღებულია - 24.10.2019, №506);

5. წარდგენილ პროექტს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად განიხილავს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ცენტრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები.

6. კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროექტის უარყოფის/დამუშავების ან/და სააგენტოს მიერ შექმნილ „თანადაფინანსების კომიტეტზე“ წარდგენასთან დაკავშირებით.

7. „თანადაფინანსების კომიტეტი“ იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების/უარყოფის შესახებ, ამავდროულად, „თანადაფინანსების კომიტეტი“ განსაზღვრავს ყოველწლიურად საწარმოებელი გასამრავლებელი მასალის  მინიმალურ რაოდენობას.

8. „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ პროექტის დამტკიცების შემთვევაში, სააგენტო განსაზღვრავს ბენეფიციარის დაფინანსების დეტალურ პირობებს (ტრანშების მოცულობას, თითოეული ტრანშის მიზნობრიობას, თითოეული ტრანშის გაცემის წინაპირობებსა და გაცემის პერიოდულობას) და ბენეფიციართან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.

9. (ამოღებულია - 03.07.2020, №409).

10. განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 23. მონიტორინგი

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 24. ბენეფიციარების დამატებითი ვალდებულებები და ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის შეუსრულებლობა

1. ბენეფიციარი ვალდებულია, შეუნარჩუნოს დაფინანსებულ  სანერგე მეურნეობას პროფილი, რისთვისაც ბენეფიციარი ვალდებულია, სანერგე მეურნეობის შექმნიდან 3 წლის განმავლობაში აწარმოოს დანართ №1-ით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურების გასამრავლებელი მასალა არანაკლებ „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.

2. დაფინანსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო არსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დაიცვას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 24​1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს არსებული მრავალწლიანი ბაღების მოდერნიზაციის ან/და ახალი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მიზნით პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას.

2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის  მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.

მუხლი 242. ფინანსური დახმარება

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების/ანაზღაურების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, როგორც არსებული მრავალწლოვანი ბაღისთვის, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ბაღისთვის.

2.  ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა, მაგრამ არაუმეტეს დანართ №9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 750 000 ლარს.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე თანადაფინანსება გაიცემა ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არა უმეტეს 50%-ისა, მაგრამ არა უმეტეს ერთ ბენეფიციარზე 18 800 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არა უმეტეს 60%-ისა, მაგრამ არა უმეტეს ერთ ბენეფიციარზე 22 600 ლარისა.

4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში,  წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება, ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი  დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5  ჰა-ზე. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, თანადაფინანსება განხორციელდება  მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 243. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

2. (ამოღებულია - 03.07.2020, №409) .

3. კომპონენტის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

მუხლი 24​4. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის /წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად:

ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;

ბ) პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ფიზიკური პირისგან/იურიდიული პირისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ფიზიკური პირისგან/იურიდიული პირისგან  გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. იმ შემთხვევაში, თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ხორციელდება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მათზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.

2. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს.

3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, არ უნდა ედოს ყადაღა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 245. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) (ამოღებულია - 03.07.2020, №409) ;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის/პასუხისმგებელი პირის, ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

ვ) შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება);

ზ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება);

ზ1) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

თ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი წყლით უზრუნველყოფილია (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის  ფარგლებში დაფინანსებული/ ანაზღაურებული იქნება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა და დადასტურებული იქნება მიზნობრიობის შესრულება;

ი) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, სააგენტოს თანადაფინანსებით, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე, ხოლო ვაზის არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე ვენახის არსებობის შესახებ;

კ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის შემთხვევაში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 246. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები

1. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი, ასევე ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნა − წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის.

2. ცენტრი განსაზღვრავს და სააგენტო ამტკიცებს ჭიდან/ჭაბურღილიდან (სატუმბი სადგურიდან)  მისაღები წყლის საჭირო დებეტს.

3. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.

4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.

4​1. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.

5. დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 247. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი

1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში − ნერგების კომპონენტი) ითვალისწინებს ისეთი სტიქიების შედეგად, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი და წყალდიდობა მრავალწლოვანი კულტურების ბაღებში/პლანტაციებში /ვენახებში დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას, პოტენციური ბენეფიციარებისათვის მრავალწლიანი კულტურების ნერგების ღირებულების დაფინანსების გზით.

2. ნერგების  კომპონენტის  ფარგლებში შესაძლებელია, დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ  ქალაქში.

3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურის როგორც იმავე, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის ნერგით ჩანაცვლება, მათ შორის, ვაზი, გარდა რქაწითელის ჯიშისა. 

4. ნერგების  კომპონენტის ფარგლებში, თუ სტიქი(ებ)ის შედეგად დაზიანებულია ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითლის ჯიშის ვაზის ნერგები, შესაძლებელია მათი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით ჩანაცვლება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 04.06.2021წ.

მუხლი 248.  ფინანსური დახმარება

1. ნერგების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ნერგების შეძენის მიზნით.

2. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულება როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. ამასთანავე, დასაფინანსებელი თითოეული ნერგის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს დანართ №10-ში განსაზღვრული ნერგების ღირებულების შესაბამისად. 

3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება არაუმეტეს 250 000 ლარის ოდენობით.

4. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან  სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 249. ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი

1. ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს და რომლის ბაღიც/პლანტაციაც/ვენახიც სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად დაზიანდა 2020 წლის 15 ივლისიდან.

2. ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 2410. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი და ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და სარგებლობდეს გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 2411. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

დ) არსებულ ბაღში/პლანტაციაში/ვენახში დაზიანებული ნერგების სრულად სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგით ჩანაცვლების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

ვ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული,  თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ვ.ა) ნერგების რაოდენობა;

ვ.ბ) თითოეული ნერგის ფასი;

ვ.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;

ვ.დ) ნერგის მახასიათებლები;

ვ.ე) მიწოდების პირობები;

ვ.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;

თ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების/ვენახების   სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 2412. დაფინანსების გაცემის პროცედურები

განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 2413. მონიტორინგი

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული  ანგარიში.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.

მუხლი 25. პროგრამის განხორციელება

1. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო, რომელიც ასევე ახდენს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, სააგენტოსა და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.

მუხლი 26.  ინტერესთა კონფლიქტი

1. პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის), სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებზე.

3. ეს მუხლი ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტზე.

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

დანართი №1 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159  – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444  – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 04.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №457 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
 
მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით

რეგიონი
კურკოვანი
კენკროვნები
სუბტროპიკული
კაკლოვანი
თესლოვანი
კახეთი
ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი,

გარგარი.
ჟოლო, მაყვალი.
ხურმა, ბროწეული, ზეთისხილ ი ,
 კივი, ლეღვი
კაკალი,     ნუში თხილი,  ფსტა (ფისტა).
ვაშლი,      მსხალი, კომში.
შიდა ქართლი
ატამი, ქლიავი,
ტყემალი,            ბალი, გარგარი, შინდი,

ალუბალი.
მოცხარი, ხურტკმელი,   ჟოლო, მაყვალი.
-
კაკალი,           თხილი, ნუში.
ვაშლი,      მსხალი, კომში.
ქვემო ქართლი
ატამი, ქლიავი,

ტყემალი,            ბალი, გარგარი, ალუბალი
.

მოცხარი, ხურტკმელი,   ჟოლო, მაყვალი.
ხურმა, ბროწეული, ზეთისხილ ი * , ლეღვი.
კაკალი,  ნუში, თხილი,  ფსტა (ფისტა).
მსხალი,      ვაშლი, კომში.
მცხეთა-მთიანეთი
ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.
მოცხარი, ხურტკმელი,   ჟოლო, მაყვალი.
-
კაკალი,               ნუში, თხილი.
ვაშლი,      მსხალი, კომში.
სამცხე-ჯავახეთი
ატამი,              ქლიავი,
ტყემალი,            ბალი,
ალუბალი.
მოცხარი,
ხურტკმელი,    ჟოლო,
მაყვალი.
-
კაკალი
ვაშლი,      მსხალი, კომში.
იმერეთი
ქლიავი,        ტყემალი, ბალი, ალუბალი.
მოცხარი,      ხურტკმე
ლი,   ჟოლო,   ლურჯი
მოცვი, მაყვალი.
ხურმა, ლეღვი, დაფნა**.
კაკალი, თხილი.
ვაშლი, მსხალი.
რაჭა-ლეჩხუმი
ქვემო სვანეთი
ქლიავი,        ტყემალი,
ბალი, ალუბალი.
მაყვალი, ჟოლო.
ხურმა, ლეღვი.
კაკალი, თხილი.
ვაშლი,      მსხალი,
კომში.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქლიავი,        ტყემალი, ალუბალი, ბალი.
ლურჯი             მოცვი, მაყვალი, ჟოლო.
ხურმა,      კივი,     ფეიხოა,
მანდარინი, ფორთოხალი,
ლეღვი, ლიმონი, დაფნა.
თხილი, კაკალი.
მსხალი, ვაშლი.
გურია
ქლიავი,        ტყემალი, ბალი, ალუბალი.
ლურჯი             მოცვი, მაყვალი, ჟოლო.
ხურმა,      კივი,     ფეიხოა,
მანდარინი,             ლეღვი,
ფორთოხალი,      ლიმონი,
დაფნა.
თხილი, კაკალი.
ვაშლი, მსხალი.
აჭარა
ქლიავი,        ტყემალი, ბალი, ალუბალი.
ლურჯი             მოცვი, მაყვალი, ჟოლო.
ხურმა,      კივი,     ფეიხოა,
მანდარინი, ფორთოხალი,
ლეღვი,                  ლიმონი,
დაფნა***.
თხილი, კაკალი.
ვაშლი, მსხალი.

* შენიშვნა: ზეთისხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და

მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

** დაფნის კულტურა დაფინანსდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ტყიბულის,

ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა;

*** დაფნის კულტურა დაფინანსდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა.

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159  – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444  – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №457 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით და ნერგების მოთხოვნილი მახასიათებელი

კულტუ რები
 
ნერგის მიწისზ ედა ნაწილ ის სიმაღ ლე, არანაკ ლებ, სმ
 
ნერგის ფესვის ყელთან/ნამ ყენთან შტამბის დიამეტრი, არანაკლებ, სმ
 
ნერგის ფორმა A - შიშველფესვი ანი B - კონტეინერი ზებული
 
ნერგის ტიპი
 
თანადაფინ ანსების მაქსიმალუ რი ოდენობა ადგილზე შეძენილ ერთ ნერგზე (ლარში)
 
თანადაფინ ანსების მაქსიმალუ რი ოდენობა იმპორტირე ბულ (აშშ/ევროკა ვშირი) ერთ ნერგზე (ლარში)
 
თანადაფინ ანსების მაქსიმალუ რი ოდენობა იმპორტირე ბულ (სხვა დანარჩენი მსოფლიო) ერთ ნერგზე (ლარში)
 
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
 
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებს, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს რომელსაც საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდა უწყვეტად არანაკლებ ერთი წლის ვადით და დაბრუნდა საქართველოში პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენამდე არაუადრეს 5 წლისა
თესლოვანი კულტურები
მსხალი
120
1,4
A
ნამყენი
4.2
7.84
5.95
4.8
8.96
6.80
კომში
120
1,4
A
ნამყენი
4.2
7.29
5.95
4.8
8.33
6.80
ვაშლი (MM106, M26)
 
140
 
1,6
 
A
 
ნამყენი
 
3.5
 
7.00
 
5.60
 
4
 
8.00
 
6.40
ვაშლი
(M9)
120
1,6
A
ნამყენი
 
3.5
 
7.00
 
5.60
 
4
 
8.00
 
6.40
კურკოვანი კულტურები
ატამი
130
1,6
A
ნამყენი
4.2
7.07
5.95
4.8
8.08
6.80
ქლიავი
130
1,6
A
ნამყენი
3.5
6.50
5.46
4
7.43
6.24
ბალი
130
1,6
A
ნამყენი
5.6
6.39
5.60
6.4
7.30
6.40
ალუბა
ლი
100
1,4
A
ნამყენი
 
4.9
 
7.13
 
5.60
 
5.6
 
8.15
 
6.40
ალუბა ლი
100
1,4
A
საკუთარფე სვიანი
 
3.85
 
6.95
 
5.46
 
4.4
 
7.94
 
6.24
გარგარი
130
1,6
A
ნამყენი
4.2
6.74
5.95
4.8
7.71
6.80
ტყემალ
ი
120
1,6
A
ნამყენი
 
4.2
 
6.76
 
5.60
 
4.8
 
7.72
 
6.40
შინდი
100
1,4
A
ნამყენი
5.6
7.08
6.10
6.4
8.09
6.98
კენკროვანი კულტურები
მოცხარ ი
40
1,2
A
საკუთარფე სვიანი
 
3.5
 
5.04
 
3.78
 
4
 
5.76
 
4.32
მოცხარ ი
30
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
3.5
 
5.23
 
3.92
 
4
 
5.97
 
4.48
ხურტკმ ელი
40
1,2
A
საკუთარფე სვიანი
 
4.2
 
3.17
 
2.38
 
4.8
 
3.63
 
2.72
ხურტკმ ელი
30
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
4.2
 
3.39
 
2.54
 
4.8
 
3.87
 
2.90
ჟოლო
70
1,2
A
საკუთარფე სვიანი
 
1.4
 
2.83
 
2.16
 
1.6
 
3.23
 
2.46
ჟოლო
30
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
1.4
 
2.57
 
1.96
 
1.6
 
2.94
 
2.24
მაყვალი
-უეკლო
40
1,2
A
საკუთარფე სვიანი
 
1.4
 
2.68
 
2.25
 
1.6
 
3.06
 
2.57
მაყვალი
30
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
2.1
 
2.58
 
2.17
 
2.4
 
2.95
 
2.48
ლურჯი მოცვი
25
0,7
B
საკუთარფე სვიანი
 
5.6
 
6.30
 
5.60
 
6.4
 
7.20
 
6.40
სუბტროპიკული და მშრალი სუბტროპიკული კულტურები
ხურმა
140
1,6
A
ნამყენი
4.9
6.20
5.54
5.6
7.09
6.33
კივი
50
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
2.8
 
6.22
 
5.60
 
3.2
 
7.11
 
6.40
ფეიხოა
80
1,2
B
ნამყენი
5.6
6.84
5.95
6.4
7.82
6.80
ფეიხოა
120
1,0
A
საკუთარფე სვიანი
 
4.2
 
6.04
 
5.25
 
4.8
 
6.90
 
6.00
ფეიხოა
80
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
4.2
 
6.04
 
5.25
 
4.8
 
6.90
 
6.00
ბროწეუ ლი
80
1,2
A
საკუთარფე სვიანი
 
2.8
 
4.19
 
3.75
 
3.2
 
4.79
 
4.28
ბროწეუ ლი
60
1,0
B
საკუთარფე სვიანი
 
2.8
 
4.19
 
3.75
 
3.2
 
4.79
 
4.28
ლიმონი
120
1,4
A
ნამყენი
3.5
5.65
4.90
4
6.46
5.60
ლიმონი
80
1,2
B
ნამყენი
3.5
5.65
4.90
4
6.46
5.60
ფორთო ხალი
120
1,4
A
ნამყენი
 
3.5
 
5.65
 
4.90
 
4
 
6.46
 
5.60
ფორთო ხალი
80
1,2
B
ნამყენი
 
3.5
 
5.65
 
4.90
 
4
 
6.46
 
5.60
მანდარი
ნი
120
1,4
A
ნამყენი
 
3.5
 
5.65
 
4.90
 
4
 
6.46
 
5.60
მანდარი
ნი
80
1,2
B
ნამყენი
 
3.5
 
5.65
 
4.90
 
4
 
6.46
 
5.60
ლეღვი
80
1,4
A
საკუთარფე სვიანი
 
5.6
 
11.33
 
8.82
 
6.4
 
12.95
 
10.08
ლეღვი
60
1,2
B
საკუთარფე სვიანი
 
5.6
 
11.15
 
8.68
 
6.4
 
12.74
 
9.92
დაფნა
20
0,4
B
საკუთარფე სვიანი
1.05
1.40
1.54
1.2
1.60
1.76
ზეთისხ ილი
40
0,8
B
საკუთარფე სვიანი
4.9
5.60
4.90
5.6
6.40
5.60
კაკლოვანი კულტურები
თხილი
80
1,4
A
საკუთარფე სვიანი
 
2.1
 
2.45
 
1.75
 
2.4
 
2.80
 
2.00
თხილი
40
1,2
B
საკუთარფე სვიანი
 
2.1
 
2.45
 
1.75
 
2.4
 
2.80
 
2.00
კაკალი
140
2,0
A
ნამყენი
11.9
12.60
11.20
13.6
14.40
12.80
კაკალი
80
1,8
B
ნამყენი
11.9
12.60
11.20
13.6
14.40
12.80
ნუში
120
1,2
A
ნამყენი
4.9
7.55
5.95
5.6
8.62
6.80
ნუში
60
1,0
B
 
ნამყენი
 
4.9
 
7.28
 
5.74
 
5.6
 
8.32
 
6.56
ფსტა (ფისტა) თესლნე რგი               -
საძირე
 
20
 
0,4
 
A
 
საკუთარფე სვიანი
3.5
4.90
4.20
4.00
5.60
4.80
ფსტა (ფისტა) თესლნე რგი               -
საძირე
 
15
 
0,4
 
B
 
საკუთარფე სვიანი
3.5
4.90
4.20
4.00
5.60
4.80
ფსტა (ფისტა) ნამყენი
 
40
 
0,8
 
B
 
ნამყენი
7
6.30
4.69
8.00
7.20
5.36

დანართი №3 (ამოღებულია)

საქართველოს  მთავრობის 2015  წლის 26  აგვისტოს დადგენილება №444   – ვებგვერდი, 01.09.2015წ.

დანართი  №4

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159  – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444  – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №457 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
 
ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით

(მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)

მრავალწლოვანი

კულტურები
ნერგების მინიმალური

რაოდენობა - 1 ჰა
ნარგაობის ტიპი
სარეკომენდაციო კვების არე,

მეტრი
კურკოვნები
 
ატამი
500
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
ქლიავი
660
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
ბალი
660
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
ტყემალი
500
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
გარგარი
400
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3
ალუბალი
350
ნახევრად ინტენსიური
6 X 4, 7 X 4, 5 X 4
შინდი
350
ნახევრად ინტენსიური
6 X 4, 7 X 4, 5 X 4
თესლოვნები
 
ვაშლი MM106
660
ნახევრად ინტენსიური
5 X 3, 5 X 2.5
ვაშლი M9
1 660
ინტენსიური
4,0-3,6 X 1, 5 - 1,0
მსხალი
600
ნახევრად ინტენსიური
5 X 3, 5 X 3,3 საშუალო
საძირე,

4 X 2, 4 X 1,5, 4 X 1,25 - სუსტი საძირე (ნაგალა)
კომში
500
 
სუბტროპიკული
 
ხურმა
400
ნახევრად ინტენსიური
6 X 4, 5 X 4,
ბროწეული
500
ნახევრად ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
კივი
400
ინტენსიური
4 X 4,
ფეიხოა
500
ინტენსიური
5 X 4, 5 X 3,
ლიმონი
800
ინტენსიური
4 X 2, 4 X 2,5, 4 X 3
ფორთოხალი
500
ინტენსიური
6 X 4, 5 X 4, 5 X 3
მანდარინი
500
ინტენსიური
 
ლეღვი
333
 
6 X 5
დაფნა
5700
 
1,75X1
ზეთისხილი
500
ნახევრად ინტენსიური
6 X 3, 5 X 3,
კაკლოვანი
 
კაკალი
155
ინტენსიური
8 X 5, 8 X 6, 7 X 5
თხილი
500
ინტენსიური
5 X 4, 5 X 3, 5 X 2
ნუში
300
ინტენსიური
6 X 4, 5 X 4,
ფსტა (ფისტა)
270
 
კენკროვანი
 
ლურჯი მოცვი
3 000
ინტენსიური
3,0-2,0 X 1,0 - 1,2
მოცხარი
2100
ინტენსიური
3,0-2,0 X 1,0 - 1,2
მაყვალი (უეკლო ან მსხვილნაყოფა)
2500
ინტენსიური
3,0 X 1,30, 2,5 X 1,30
ხურტკმელი
2100
ინტენსიური
3,0-2,0 X 1,0 - 1,2
ჟოლო
4700
ინტენსიური
3,0-2,0 X 0,5 - 0,7

დანართი  №5 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444  – ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.

დანართი  №6 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 13.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

დანართი №7 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

დანართი №8 (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. 
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.

დანართი №9

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 04.11.2025წ.
 
1 ჰა-ზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება

სასოფლო-სამეურნეო კულტურა

მწარმოებელი ქვეყანა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ღირებულება

სეტყვის  საწინააღმდეგო     სისტემის მონტაჟის ღირებულება

კენკროვანი

იმპორტული

                  59,570.00  ლარი

              16,150.00  ლარი

ადგილობრივი-იმპორტული

                  39,540.00  ლარი

              16,150.00  ლარი

კურკოვანი/თესლოვანი

იმპორტული

                  53,425.00  ლარი

              16,150.00  ლარი

ადგილობრივი-იმპორტული

                  39,540.00  ლარი

              16,150.00  ლარი

ვაზი (ზევიდან გადახურული)

იმპორტული

                  59,570.00  ლარი

              16,150.00  ლარი

ადგილობრივი-იმპორტული

                  39,540.00  ლარი

              16,150.00  ლარი

ვაზი  (გვერდიდან მოწყობილი)

იმპორტული

                  18,400.00  ლარი

                2,910.00  ლარი

ადგილობრივი-იმპორტული

                  16,525.00  ლარი

                2,910.00  ლარი.

დანართი №10

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 04.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №457 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვი თ და ნერგების მოთხოვნილი მახასიათებელი

   კულტურები
  ნერგის მიწისზედა ნაწილის  სიმაღლე,    არანაკლებ,  სმ
ნერგის ფესვის ყელთან/ნამყენთან  შტამბის დიამეტრი, არანაკლებ,  სმ
ნერგის  ფორმა A - შიშველფესვიანი B  -  კონტეინერიზებული
 ნერგის    ტიპი
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ადგილზე შეძენილ  ერთ ნერგზე (ლარში)
თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (აშშ/ევროკავშირი) ერთ ნერგზე (ლარში)
თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (სხვა დანარჩენი მსოფლიო) ერთ ნერგზე (ლარში)
თესლოვანი კულტურები
 
მსხალი
120
1,4
A
ნამყენი
6
11.20
8.50
კომში
120
 1,4 
A
ნამყენი
6
10.42
8.50
ვაშლი (MM106, M26)
140
 1,6
A
ნამყენი
5
10.00
8.00
ვაშლი (M9)
120
1,6
A
ნამყენი
5
10.00
8.00
კურკოვანი კულტურები 
 
ატამი
130
1,6
A
ნამყენი
6
10.09
8.50
ქლიავი
130
1,6
A
ნამყენი
5
9.29
7.80
ბალი
130
1,6
A
ნამყენი
8
9.13
8.00
ალუბალი
100
1,4
A
ნამყენი
7
10.18
8.00
ალუბალი
100
1,4
A
საკუთარფესვიანი
5.5
9.93
7.80
გარგარი
130
1,6
A
ნამყენი
6
9.63
8.50
ტყემალი
120
1,6
A
ნამყენი
6
9.65
8.00
შინდი
100
1,4
A
ნამყენი
8
10.11
8.72
კენკროვანი კულტურები
 
მოცხარი
40
1,2
A
საკუთარფესვიანი
5
7.20
5.40
მოცხარი
30
1,0
B
საკუთარფესვიანი
5
7.47
5.60
ხურტკმელი
40
1,2
A
საკუთარფესვიანი
6
4.53
3.40
ხურტკმელი
30
1,0
B
საკუთარფესვიანი
6
4.84
3.63
ჟოლო
70
1,2
A
საკუთარფესვიანი
2
4.04
3.08
ჟოლო
30
1,0
B
საკუთარფესვიანი
2
3.67
2.80
მაყვალი -უეკლო
40
1,2
A
საკუთარფესვიანი
2
3.82
3.21
მაყვალი
30
1,0
B
საკუთარფესვიანი
3
3.69
3.10
ლურჯი მოცვი
25
0,7
B
საკუთარფესვიანი
8
9.00
8.00
სუბტროპიკული  და მშრალი სუბტროპიკული კულტურები
 
ხურმა
140
           1,6
A
ნამყენი
7
8.86
7.91
კივი
50
           1,0
B
საკუთარფესვიანი
4
8.89
8.00
ფეიხოა
80
         1,2 
B
ნამყენი
8
9.78
8.50
ფეიხოა
120
         1,0
A
საკუთარფესვიანი
6
8.63
7.50
ფეიხოა
80
         1,0
B
 საკუთარფესვიანი
6
8.63
7.50
ბროწეული
80
        1,2
A
საკუთარფესვიანი
4
5.99
5.35
ბროწეული
60
        1,0
B
საკუთარფესვიანი
4
5.99
5.35
ლიმონი
120
        1,4
A
ნამყენი
5
8.08
7.00
ლიმონი
80
        1,2
B
ნამყენი
5
8.08
7.00
ფორთოხალი
120
        1,4
A
ნამყენი
5
8.08
7.00
ფორთოხალი
80
        1,2
B
ნამყენი
5
8.08
7.00
მანდარინი
120
        1,4
A
ნამყენი
5
8.08
7.00
მანდარინი
80
        1,2
         B
ნამყენი
5
8.08
7.00
ლეღვი
80
         1,4
A
საკუთარფესვიანი
8
16.19
12.60
ლეღვი
60
         1,2
B
საკუთარფესვიანი
8
15.93
12.40
დაფნა
20
         0,4
B
საკუთარფესვიანი
1.5
 2.00
 2.20
ზეთისხილი
40
0,8
B
საკუთარფესვიანი
7
 8.00
 7.00
კაკლოვანი კულტურები
 
თხილი
80
            1,4
A
საკუთარფესვიანი
3
3.50
2.50
თხილი
40
            1,2
        B
საკუთარფესვიანი
3
3.50
2.50
კაკალი
140
            2,0
A
ნამყენი
17
18.00
16.00
კაკალი
80
            1,8
B
ნამყენი
17
18.00
16.00
ნუში
120
            1,2
A
ნამყენი
7
10.78
8.50
ნუში
60
            1,0
B
                  ნამყენი
7
10.40
8.20
ფსტა (ფისტა) თესლნერგი - საძირე
20
0,4
A
საკუთარფესვიანი
5
 7.00
 6.00
ფსტა (ფისტა) თესლნერგი - საძირე
15
0,4
B
საკუთარფესვიანი
5
 7.00
 6.00
ფსტა (ფისტა) ნამყენი
40
0,8
B
ნამყენი
10
 9.00
 6.70
ვენახი
 
სუფრის ყურძენი
-
-
-
-
2.00
2.80
2.50
საღვინე ვაზი (თეთრყურძნიანი)
-
-
-
-
2.50
9.20
7.60
საღვინე ვაზი (წითელყურძნიანი)
-
-
-
-
3.50
11.30
10.10

კრებსითი — სრული ვერსია