„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
07
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016146
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №27 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 24/09/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016122)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-7 მუხლის „ზ“ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ დადგენილი ზომების განხორციელება.“;

ბ) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „ზ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია