სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018533
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 143

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების   განხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 177 679 (ორი მილიონ ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარი, მათ შორის:  

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს - 956 567 (ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ათას ხუთას სამოცდაშვიდი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტს - 679 893 (ექვსას სამოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;

გ) ონის მუნიციპალიტეტს - 541 219  (ხუთას ორმოცდაერთი ათას ორას ცხრამეტი) ლარი  სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების, ხიდების, სახურავების, ნაპირსამაგრების, მდინარის კალაპოტების  და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძისა და ონის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                 ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია