საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 140
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების (ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობების) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი