ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ სესხის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
139
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018531
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ სესხის გაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №139

2015 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ სესხის გაცემის შესახებ

    1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ 40 მლნ ევროს ოდენობის სესხის გაცემის თაობაზე.

    2. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დადებული ჩარჩო-ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) თანხმობა EIB-ის მიერ წარდგენილი წერილის შინაარსზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია