„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-12
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.018432
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2015 წლის 11 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 010220030.10.003.017574) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

1. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი), რომელიც კრიზისული სიტუაციებისას, კერძოდ: ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების და სხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში.

2. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) უფლებამოსილებები მშვიდობიანობისა და კრიზისული სიტუაციების დროს განისაზღვრება, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია