„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით (სსმ,100040000.22.038.016386, 23/07/2014) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სტუმრებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.“.
|