ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
105
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018570
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №105

2015 წლის 2 თებერვალი

 ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

   „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2015 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარედ, განახორციელოს 400 000 (ოთხასი ათასი) ძირი ხე-მცენარის დარგვითი და მოვლითი სამუშაოებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით, 905509.50 (ცხრაას ხუთი ათას ხუთასცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

პრემიერ-მინისტრი              ირაკლი ღარიბაშვილი


 

კრებსითი — სრული ვერსია